პარლამენტი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას 18 ივნისს მოუსმენს.
ომბუდსმენი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარუდგენს. საუბარია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე.
სახალხო დამცველის ანგარიში 486 გვერდიანია. დოკუმენტი მოიცავს ადამიანის უფლებების მიმართულებებით იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რაც ქვეყანაში გასულ წელს დაფიქსირდა.