18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა
საახალწლო დღეებში – 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისში გარევაჭრობა სპეციალურ ადგილებში იქნება ნებადართული.
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
აღნიშნულ პერიოდში გარევაჭრობა ნებადართული იქნება შემდეგ ადგილებში:
გლდანი-ნაძალადევის რაიონი
• მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა;
• მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ.რ;
• თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ;
• გურამიშვილის გამზირი;
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი
• დინამოს ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა;
• დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა-გრაფიკულად): ტრანსპორტის ქუჩა;
• დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;
ვაკე-საბურთალოს რაიონი
• დელისის მეტროს მიმდებარედ;
• მეტრო ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ;
• ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ – შარტავას ქ;
• სპორტის სასახლის მიმდებარედ;
ისანი-სამგორის რაიონი
• ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა;
• ვაზისუბანი: I მრ.რ. 12-ე კორპუსის მიმდებარედ;
• ვაზისუბანი: ვ კუპრაძის ქუჩა, N10;
• მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა.