18 და 19 აპრილს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 155-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
18 და 19 აპრილს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 155-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 18 და 19 აპრილს 03:00 საათიდან 06:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15-წუთიანი ინტერვალით.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, – აცხადებენ უწყებაში.