17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი წაგებით დაასრულა
17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი წაგებით დაასრულა

კიევში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი უკრაინის 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალში მასპინძლებმა თურქებს მოუგეს (ძირითადი დრო 1:1, პენალტების სერია 3:0).

ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები ფინალისა და პრიზების გარეშე დარჩა. ბოლოს ზვიად ჯელაძის გუნდი ლატვიას შეხვდა. გუნდმა ამჯერად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა – მთავარმა მწვრთნელმა ძირითადად სათადარიგო ფეხბურთელები ათამაშა და საქართველო 0:1 დამარცხდა. ტურნირზე ნაკრებმა სულ ოთხი მატჩი ჩაატარა: ერთი მოგება, ერთი ფრე, ორი წაგება.

საქართველო U17: ხარატიშვილი, კვარაცხელია, ლატარია, არველაძე, ხვადაგიანი, ოსიყმაშვილი, დევდარიანი, კაპანაძე, ოგბაიძე, მირზიკაშვილი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე: ხურცილავა, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, კონიაშვილი.