17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ #1TVSPORT
რომში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეიდან ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ, სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიც იასპარეზებს.
ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს:
45 კგ – ნიკოლოზ ბოჭორიშვილი
48 კგ – გიორგი რომელაშვილი
51 კგ – არშაკ ლულუკიანი
55 კგ – საბა ღამბაშიძე
60 კგ – დავით ქობულაშვილი
65 კგ – გოგა ოთინაშვილი
71 კგ – ნიკოლოზ მაისურაძე
80 კგ – სანდრო ყურაშვილი
92 კგ – ნიკა ფანცულაია
110 კგ – რამინ გულიტაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი კვინიკაძე
მწვრთნელები: ვანო ყვარელაშვილი, ოთარ თუშიშვილი, მალხაზ ჯორბენაძე
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებული მსოფლიო პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედლით (ორი ოქრო და სამი ბრინჯაო) დაასრულა.