17-წლამდელებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყეს
17-წლამდელებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყეს
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო – პორტუგალიაში დაწყებულ მინიტურნირზე გუნდი უკრაინასთან დამარცხდა.
 
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა და მეტოქის კარის აღება ხუთჯერ შეეძლო, მაგრამ გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ჩხეტიანის დარტყმებს უკრაინელების მეკარე გადაეფარა და თავისი გუნდი გადაარჩინა.
მეორე ტაიმში უკრაინელებმა მდგომარეობა გამოასწორეს და ანგარიში 51-ე წუთზე ნაზარ ვოლოშინის გოლით გახსნეს. 76-ე წუთზე კი მეორეც გაიტანეს – თავი ოლეგ ოჩერეტკომ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2 უკრაინის სასარგებლოდ.
მეორე შეხვედრაში ალბანეთი ანგარიშით 4:0 გაანადგურა მასპინძელმა პორტუგალიამ, რომელიც შემდეგ ტურში საქართველოს ნაკრებს 16 ნოემბერს ქალაქ ტონდელაში შეხვდება.
საქართველო U17-უკრაინა U17 0:2
გოლები: 0:1 ვოლოშინი (51), 0:2 ოჩერეტკო (76).
საქართველო U17: ასათიანი, ზოსიაშვილი (78. სიჭინავა), ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, თუთაშვილი (67. ტურაზაშვილი), გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, გვიშიანი.