17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებები მალე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეებს გაარკვევენ. ელიტრაუნდში 21-27 მარტს საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება.
გიორგი ნემსაძის გაწვრთნილები უკვე პოლონეთში არიან – ელიტრაუნდის მატჩებს სწორედ ეს ქვეყანა უმასპინძლებს. პოლონეთის გარდა, საქართველოს მეტოქეები არიან მაკედონია და ირლანდია.
ნემსაძემ თბილისში გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ათამაშა. პოლონეთში გამგზავრებამდე კი იმ მოთამაშეთა სია გახდა ცნობილი, რომლებიც ელიტრაუნდში ითამაშებენ:
მეკარეები: 1. ლუკა ხარშილაძე, 12. ლუკა კუტალაძე;
მცველები: 2. საბა ჭინჭარაული, 3. ივა გელაშვილი, 4. ზურაბ ბაქრაძე, 5. შოთა ნონიკაშვილი, 13. გიორგი აბზიანიძე, 14. სანდრო კალანდაძე;
ნახევარმცველები: 6. ირაკლი აზაროვი, 8. ცოტნე ჩოთალიშვილი, 10. ზურიკო დავითაშვილი, 15. ანზორ მექვაბიშვილი, 16. გიორგი მირზიკაშვილი, 17. ლუკა შვარცი, 18. ნიკოლოზ ტალახაძე, 19. ანატოლი მესიაჩენკო;
თავდამსხმელები: 7. ხვიჩა კვარაცხელია, 9. გიორგი გულიაშვილი, 11. ელგუჯა ჯანგველაძე, 20. ლადო ჩიხრაძე.
ყველაზე გვიან ნაკრებს ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი და ლუკა-სებასტიან შვარცი შეუერთდნენ, რადგან საკლუბო მატჩები ჩაატარეს. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტრაუნდის პირველ მატჩს 21 მარტს მასპინძელ პოლონეთთან გამართავს. 24 მარტს – ირლანდიასთან, ხოლო 27 მარტს – მაკედონიასთან.