17 პაციენტს, რომელთაგან შვიდი იტალიიდან დაბრუნდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
17 პაციენტს, რომელთაგან შვიდი იტალიიდან დაბრუნდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 17 პაციენტს, რომელთაგან შვიდი რამდენიმე დღის წინ იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ტესტის პასუხი უარყოფითია.

„ვისაც ტემპერატურა აქვს, დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დანარჩენები კი გადავლენ თვითიზლაციასა და კარანტინში. დღეს შემოყვანილია ოთხი ახალი პაციენტი, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ. ჩაუტარდებათ ტესტები“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.