17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
17 მაისი აერთიანებს ღონისძიებებს, რომლებიც ლგბტქ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა. 17 მაისი სიმბოლურად შეირჩა, რადგან 1990 წლის ამ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
საქართველოში 17 მაისი 2011 წლიდან აღინიშნება.