17 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა იგეგმება. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე დეპუტატები უკვე ინფორმირებული არიან.
რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, პრეზიდენტს ბიურო დღევანდელ სხდომაზე მიმართავს.
არსებული ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 30-მდე საკითხის განხილვა, მათ შორის არის საორგანიზაციო საკითხები და ათი კანონპროექტი.
პარლამენტმა საშემოდგომო სესია 20 დეკემბერს დახურა და რიგგარეშე სხდომის მოწვევა სწორედ ამიტომ იგეგმება. საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიას თებერვლის პირველ სამშაბათს, 4 თებერვალს გახსნის.