იან კელის ვიდეომიმართვა - რატომ მიყვარს თბილისი

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი აცხადებს, რომ თბილისი მისი მეორე სახლია. „რატომ მიყვარს თბილისი“ – ვიდეოს ასეთი სათაურით საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქზე გავრცელდა.

„ჩემი ურთიერთობა თბილისთან, არც კი მინდა ვაღიარო, 40 წლის წინ დაიწყო. აქ სტუდენტობისას ჩამოვედი. აღტაცებული დამტოვა რამდენიმე რაღაცამ. თბილისი ძალიან ცოცხალი, მულტიეთნიკური და ტოლერანტული ქალაქი იყო, თუმცა ყველზე მეტად ხალხის სულისკვეთებამ აღმაფრთოვანა. გამაოცა, თუ როგორი თანამედროვე, დამოუკიდებლად მოაზროვნეები იყვნენ თბილისელები, რამდენად ღია იყვნენ ისინი და ეს სულისკვეთება 40 წლის შემდეგაც გრძელდება. მე კვლავ ვხედავ ამას თბილისში, ტოლერანტობის, დამოუკიდებლობისა და სიამაყის სულისკვეთებას. ძალიან მიხარია, რომ შემიძლია ვთქვა: თბილისი ჩემი სახლია, ჩემი მეორე სახლია, ჩემი პირველი სახლი ჩიკაგოა, აშშ-ში. თბილისში ცხოვრება ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილებაა“ – აცხადებს იან კელი.