საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა სტუმრად ლუქსემბურგთან ითამაშა. ეს ამ გუნდების მეორე შეხვედრა იყო – პირველი ზვიად ჯელაძის გაწვრთნილებმა 2:1 მოიგეს.
თამაშმა ამჯერადაც ქართველთა უპირატესობით ჩაიარა, თუმცა უფრო დამაჯერებლად გაიმარჯვეს – მორჩილაძეს, მირზიკაშვილისა და ტალახაძის გოლებით საქართველომ 3:0 მოიგო.
საქართველო: კაპანაძე, დევდარიანი, ლატარია, არველაძე, ხორავა, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, ოგბაიძე, მირზიკაშვილი, მორჩილაძე, ხვედელიძე. შეცვლაზე: კვარაცხელია, ზურაბიანი, აბუაშვილი, ოსიყმაშვილი, ტორონჯაძე.