16 და 17 აპრილს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს
16 და 17 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 16 და 17 აპრილს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში“, – აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“.