16-17 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, შესაძლებელია ზღვაზე ორ-სამბალიანი ღელვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 დეკემბერს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე ორ-სამბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.