ანა დოლიძე - სასამართლო ხელისუფლებაში მხოლოდ კომპეტენციით და ღირსებით გამორჩეული ადამიანები უნდა მოვიდნენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნული ანა დოლიძის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა საბჭოს გახსნილობა და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულება იქნება.
მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენციით და ღირსებით გამორჩეული ადამიანები და ამით შეიქმნება ის სისტემა, რომელსაც ექნება ავტორიტეტი.
ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა იმ დიდი პატივისთვის, რასაც საქართველოს იუსტიციის საბჭოში დანიშვნა ჰქვია, ასევე იმ პატივისთვის, რაც მისთვის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობა იყო.
„ამ შენობაში გატარებული ყოველი დღე პრეზიდენტთან მუშობისას, ადმინისტრაციაში ჩემს კოლეგებთან მუშაობისას, გამორჩეულად დამამახსოვრდება. ბუნებრივია, ეს პოზიცია საბჭოს წევრს დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს. ჩემს მთავარ ამოცანად სამი რამ მიმაჩნია: სასმართლო ხელისუფლების ფუნქცია არის ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. მიმაჩნია, რომ საქმეთა გაჭიანურება დიდი სისტემური დანასაულია. ამ მხრივ, ბევრი ჩვენი მოქალაქე ელოდება განაჩენს, გადაწყვეტილებას. ეს ლოდინი თვეობით და ხშირად, წლობით გრძელდება; იუტიციის უმაღლესი საბჭოს ნდობის ამაღლება, რომელიც საბჭოს გახსნილობით და ანგარიშვალდებულებით საბჭოს წინაშე უნდა მოხდეს. საბჭოს დღეს აკრიტიკებენ, რომ იგი არ არის გახსნილი და შესაბამისად, ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე; სასამრათლო ხელისუფლების ნდობის გაზრდა და ავტორიტეტის გაზრდა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
კითხვაზე ექნება თუ არა მას სასამართლო კორპუსისი მხარადჭერის იმედი, ანა დოლიძის თქმით, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა პოზიტიური რესურსი, რომელიც არსებოს სასამართლო კორპუსში, გამოიყენოს.
„სასამართლო კორპუსი შედგება 300 -ზე მეტი ადამიანისგან და დარწმუნებული ვარ, როგორც სასამართლო სისტემაში ისევე, როგორც იუსტიციის საბჭოში, არსებობს ხალხი, რომელიც ნამდვილად არის მოწადინებული, რომ ძირეული ცვლილება მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაში“, – განაცხადა დოლიძემ.
ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების შესრულებას 17 იანვრიდან შეუდგება.