15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში 18 012-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, 15:00 საათისთვის არჩევნებზე 18 012 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 11.81 პროცენტია.
ოსეფაიშვილის თქმით, აღნიშნული მონაცემებით, საარჩევნო უბანზე, პირველ ტურთან შედარებით 17 000 ამომრჩევლით ნაკლები ადამიანი მივიდა.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 2 საჩივარია შესული. ორივე პროცედურული ხასიათისაა.
თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.