15:00 საათის მონაცემებით, ბათუმის საარჩევნო ოლქში ხმა მისცა 22 452-მა, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებულ ოლქში კი 45 681-მა ამომრჩეველმა
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15:00 საათის მდგომარეობით, არჩევნების მეორე ტურში ბათუმის საარჩევნო ოლქში ხმა მისცა 22 452-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15, 25 პროცენტია.
ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებულ ოლქში კი საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ელექტორატის 18, 73-მა პროცენტმა.
აღნიშნული რიცხობრივად 45 681 ამომრჩეველს შეადგენს.