ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან ემიგრირებული 1500 მიგრანტი მექსიკის სამხრეთით, ოახაკა დე ხუარესის შტატში დეპორტაციას ელოდება. მათი უმრავლესობა ჰონდურასიდანაა. მიგრანტები მექსიკის გავლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას გეგმავდნენ.
მას შემდეგ, რაც ამერიკის სასაზღვრო დაცვისთვის ცნობილი გახდა, რომ 1500-ზე მეტი მიგრანტი ცენტრალური ამერიკიდან ტეხასი-მექსიკის საზღვარზე გადასვლას ცდილობდა, დონალდ ტრამპმა მექსიკის მთავრობის მისამართით მწვავე განცხადება გაავრცელა. მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში „მიგრანტების ქარავანის“ შესვლა უნდა შეწყდეს.
1500 მიგრანტი მექსიკაში, ოახაკა დე ხუარესის შტატში დეპორტაციის მოლოდინშია. ისინი ჰონდურასიდან უკიდურეს სიღატაკეს გამოექცნენ. უფლებადამცველები მექსიკის მთავრობას სთხოვენ, მიგრანტების დეპორტაცია გადაავადონ და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყონ.