15 წლის ნატალიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ნატალიამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხერხემლისა და თავის ტვინის მძიმე დაზიანებები მიიღო.
კლინიკაში გადაყვანისას ნატალია კომაში იმყოფებოდა და აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კისრის მალის მოტეხილობა და თავის ტვინის ტრავმული შეშუპება. სპეციალისტების შეფასებით, არსებობს შანსი, რომ ნატალიამ სრულყოფილად შეძლოს გადაადგილება, თუმცა ამისთვის მკურნალობის თურქეთში გაგრძელებაა საჭირო.
რეაბილიტაციის კურსი მრავალმხრივია და მოიცავს როგორც სასიცოცხლო უნარ-ჩვევების აღდგენას, ასევე, პაციენტის ფსიქო-ემოციურ, პოსტტრავმულ ნაწილზე მუშაობას.
რეაბილიტაციის 6-თვიანი კურსის საფასური $90 000-ია. ნატალიამ რომ სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება, საზოგადოებისგან თანხის ნაწილის, 200 000 ლარის შეგროვებაა საჭირო.
„საქართველოს ბანკი“: GE30BG0000000537762741
„თიბისი ბანკი“ : GE45TB7575645061100005
მიმღები: ანა გოცირიძე
PayPal: [email protected]