თბილისში 15-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის საერთაშორისო ოთხთა ტურნირი დაიწყო.
პირველი ტური გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ჩაატარა. ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩატარებულ შეხვედრაში პატარა “ჯვაროსნებმა” ლიტვას 6:0 მოუგეს.
საქართველომ მეტოქეს დიდი უპირატესობით აჯობა და ტაიმებში 3-3 გოლი გაუტანა. თავი ჯაბა ჯიბლაძემ (მე-7 წუთი), ლუკა ქუნთელიამ (19), ლუკა გაგნიძემ (26), ლუკა თაგორაშვილმა (51), ნიკა სიხარულაშვილმა (60) და გიზო მამაგეიშვილმა (66) გამოიჩინეს.
მეორე მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც თურქეთმა ბელარუსს 2:0 აჯობა.
მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება. 12:00 საათზე „დავით პეტრიაშვილზე“ ლიტვა თურქეთს შეხვდება, ხოლო 14:00 საათზე „ბასაზე“ საქართველო – ბელარუსს.