მიმდინარე წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში უმეტესად კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ნოემბერს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, მოიღრუბლება და შედარებით აცივდება.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 20-25 გრადუსია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 11-13 ნოემბერს – 15-20 გრადუსი, ხოლო 14 ნოემბერს 11-16 გრადუსი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისში უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს 17-20 გრადუსზე დაფიქსირდება, 14 ნოემბერს მოიღრუბლება და ტემპერატურა 13-15 გრადუსამდე დაიკლებს.