14 მილიონამდე ნახვა - „საქართველოს ვარსკვლავის“ უპრეცედენტო მაჩვენებელი ონლაინ მედიაში
„საქართველოს ვარსკვლავი“ „ფეისბუქზე“ ვიდეოების ნახვების მიხედვით, კვლავ ფავორიტია.
ბოლო მონაცემებით, სეზონის დაწყებიდან, მეოთხე ტურამდე პირველი არხის ფეისბუქგვერდებზე ვიდეოების ნახვამ 13 მილიონს გადააჭარბა.
ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას ხუთი კონკურსანტი განაგრძობს: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.
ამასთან, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო ქართული სიმღერით წარდგება. ამის შესახებ პირველი არხის პირდაპირ ეთერში პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრმა და პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
საქართველოს ვარსკვლავი
მეოთხე ტურის აუტსაიდერები და ლიდერი! – ვინ გააგრძელებს ბრძოლას შემდეგ ეტაპზე