14 აგვისტოს მუსიკოსთა პარკი ავსტრიელ მუსიკოსსა და ეკო-აქტივისტ მანუ დელაგოს უმასპინძლებს
14 აგვისტოს მუსიკოსთა პარკში არსებული სოციალური სივრცე ავსტრიელ მუსიკოსსა და ეკო-აქტივისტ მანუ დელაგოს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს ReCycling Tour-ის ფარგლებში ეწვევა.
აღნიშნული ღონისძიება „ბლექ სი არენასა“ და მუსიკოსთა პარკის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების კამპანიის, „გამოღვიძების“ ფარგლებში იმართება.
ხუთ კვირაზე გათვლილი კამპანია მოიცავს სხვადასხვა პროექტებს, მუსიკალურ ღონისძიებებს და ეკო ინიციატივებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები.
ზემოთხსენებული ღონისძიებების მთავარი ლოკაცია მუსიკოსთა პარკი და მისი მულტიფუნქციური სივრცე – „სოციალური სივრცე“ იქნება.