მამუკა მდინარაძე - ბატონი ელისაშვილი და იოსელიანი ძალიან მძიმე შეცდომას უშვებენ, არ შეიძლება კონკრეტულ გვარზე ილაპარაკო, რომელიც არჩეული თანამდებობის პირია
მამუკა მდინარაძე - ბატონი ელისაშვილი და იოსელიანი ძალიან მძიმე შეცდომას უშვებენ, არ შეიძლება კონკრეტულ გვარზე ილაპარაკო, რომელიც არჩეული თანამდებობის პირია

ვფიქრობ, ბატონი ელისაშვილი და იოსელიანი ძალიან მძიმე შეცდომას უშვებენ. ისინი ერთის მხრივ დემოკრატიასა და სამართლებრივ პრინციპებზე საუბრობენ, მეორეს მხრივ, კონკრეტულ გვარს ასახელებენ, როდესაც ვინმეს გარეშე, ან ვინმესთან ერთად არჩევნების ჩატარებაზე საუბრობენ, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ საარჩევნო საკითხზე გაფორმებული მემორანდუმი თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლას ითვალისწინებს.

მდინარაძე არჩევით პოზიციაზე მყოფი ადამიანის მისამართით მსგავსი განცხადებების გაკეთებას შეცდომას უწოდებს.

„როდესაც ადამიანი რომელიმე თანამდებობაზე კონკრეტული ვადით არის არჩეული და მისი თანამდებობა არჩევითია, სულ რომ რამე წინათგრძნობა გქონდეს და გჯეროდეს შენი წინათგრძნობის, არ შეიძლება კონკრეტულ გვარზე ილაპარაკო, რომელიც არჩეული თანამდებობის პირია. შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, ვთანხმდებით, მემორანდუმსაც ხელი მოვაწერეთ და ნორმებშიც აისახება პრინციპი იმის შესახებ რომ, სამივე დონეზე, ცენტრალურ, საუბნო და საოლქო დონეზეც დაკომპლექტების წესი შეიცვლება და ეს იქნება იმის იდენტური, როგორც ეუთო-ოდირმა თავის რეკომენდაციებში, თავის დროზე, მიგვითითა. იქ იყო საუბარი პროფესიონალებით დაკომპლექტებაზე, ამაზეც ვიმსჯელეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.