მე-13 საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 12 აპრილს გაიხსნება
მე-13 საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ წელს 12 აპრილს გაიხსნება და 17 მაისამდე გაგრძელდება.
ყოველწლიური ფესტივალის საზეიმო გახსნას რუსთაველის თეატრის დიდი სცენა უმასპინძლებს.
წელს ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ლიტველი ტენორი ქრისტიან ბენედიქტი, იტალიელი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი და იტალიელი დირიჟორი ატილიო ტომაზელი ეწვევიან.