13 ივნისს, ღამის საათებში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 13 ივნისს, ღამის საათებში თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 186-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ხიდზე მიმდინარე მალის ნაშენის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 2024 წლის 13 ივნისს, 02:00-დან 05:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერდება 15-20-წუთიანი ინტერვალით გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.