გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აპრილიდან გამოიდარებს და შედარებით დათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.