13-15 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
13-15 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
კერძოდ, სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით კი ძალიან ძლიერი ქარი იქროლებს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე.