ფრიდონ ინჯია - დარწმუნებული ვარ, ქველმოქმედება, რასაც ახორციელებდა ბიძინა ივანიშვილი, ერთჯერადი არ იყო და გაგრძელდება
„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდი „ქართუსთვის“ ქონების გადაფორმების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ქველმოქმედება, რასაც ბიძინა ივანიშილი ახორციელებდა, კვლავაც გაგრძლედება.
როგორც ინჯია ამბობს, თუ რა ფორმით მოხდება, ეს თავად ბიძინა ივანიშვილის საქმეა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის ქველმოქმედება, რასაც აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი ერთჯერადი არ იყო და ეს გაგრძელდება. როგორ, ეს ბატონი ბიძინას საქმეა. ვინ ვის კაპიტალს როგორ აკონტროლებს და როგორ მართავს, ვერაფერს გეტყვით. ეს ყველა იმ მესაკუთრის საქმეა, ვისიც ქონებაა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.