კვარაცხელიას ტრანსფერი 3 მილიონით გაძვირდა - ხვიჩა ქართულ ტოპ-10-ში გალიდერდა
კვარაცხელიას ტრანსფერი 3 მილიონით გაძვირდა - ხვიჩა ქართულ ტოპ-10-ში გალიდერდა

სპეციალიზირებულმა საფეხბურთო პორტალმა „ტრანსფერმარკტმა“ ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ ზაფხულის შემდეგ ყველაზე მეტად სამი მოთამაშის ფასმა მოიმატა, ერთი მათგანი კი ხვიჩა კვარაცხელიაა.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის ფასი ზაფხულში 2,5 მილიონიდან 4,5 მილიონამდე გაიზარდა, ახლა კი მთელი 3 მილიონი ევროთი და 7,5 მილიონი გახდა. ამგვარად, კვარაცხელიამ გიორგი ჩაკვეტაძეს გადაასწრო, რომლის ფასიც 700 ათასით შემცირდა და დღეისათვის ხვიჩა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა.

აქვე ვიტყვით, რომ სატრანსფერო შეფასება ასევე გაეზარდა ვაკო გვილიას (2,5 მილიონი), ლევან შენგელიას (1,4) და ვაკო ყაზაიშვილს (1,5).

 

ყველაზე ძვირადღირებულ ქართველთა ათეული:

ხვიჩა კვარაცხელია, ყაზანის რუბინი 7,50

გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი 6,00

საბა კვირკველია, როტორი 5,0

დავით ხოჭოლავა, დონეცკის შახტარი 3,00

ზურაბ დავითაშვილი, როტორი 2,50

ვალერიან გვილია, ვარშავას ლეგია 2,50

ჯიმი ტაბიძე, უფა 2,50

ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმი 2,00

გიორგი ქვილითაია, ანორთოსისი 1,80

გია გრიგალავა, ტულას არსენალი 1,80