ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ქუთაისში 9 409 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.17 პროცენტია.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაცემებით, აქტივობა თითქმის 11 000 ამომრჩევლით ჩამორჩება წინა ტურს.
ამ დროისთვის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრები არ გაზრდილა, კომისიაში სულ ორი საჩივარია შესული.
თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.