12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 14 პროცენტი შეადგინა
12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 14 პროცენტი შეადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 22 584-მა ამომრჩეველმა მიიღო.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საერთო ჯამში 21 საჩივარია დაწერილი.
„აქტივობა არის საკმაოდ მაღალი. 22 ათასზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა. სულ დაიწერა 21 საჩივარი. აქედან შვიდი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დაწერა, ოთხი კი „სამართლიანმა არჩევნებმა“, – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
ქუთაისში 123 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.