12:00 საათის მონაცემებით, გორში ამომრჩეველთა აქტივობამ 16% შეადგინა
12:00 საათის მონაცემებით, გორში ამომრჩეველთა აქტივობამ 16% შეადგინა

12:00 საათის მონაცემებით, გორის ოლქში 16 381 ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 16%-ს შეადგენს. 32 ოლქში 12 631 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

როგორც გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„გორის ოლქში ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები. ოთხი საჩივარი დაიწერა ოლქში. ერთი ასმეტრიანი სააგიტაციო დისტანციის დაცვას ეხება საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე და ეს საოლქოს კომპეტენცია არ არის. დანარჩენი სამი კი, პროცედურულ დარღვევას ეხება და ყველა უბანზევე აღმოიფხვრა. ეს არ იქონიებს გავლენას არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა.