15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 41.62 პროცენტს შეადგენს
15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 41.62 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 1 454 837 ამომრჩეველი, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 40.46%; თბილისი – 42.42%; კახეთი – 42.58%; მცხეთა-მთიანეთი – 42.86%; ქვემო ქართლი – 35.64%; შიდა ქართლი – 41.72%; სამცხე-ჯავახეთი – 43.42%; რაჭა ლეჩხუმი – 54.17%; იმერეთი -42.79%; გურია – 43.74%; აჭარა – 41.89%.
ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 44,99%-ს შეადგენდა, 2016 წელს – 34,79%-ს, 2020 წელს კი – 36,45%-ს.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.