12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 22,22 პროცენტს შეადგენს
12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 22,22 პროცენტს შეადგენს

12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 22.22 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 776 726 ამომრჩეველი, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება – 31.15%, ყველაზე დაბალი კი აჭარაში – 19.83%.

რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: თბილისი – 23,18%, კახეთი – 23,89%, მცხეთა-მთიანეთი – 23,53%, ქვემო ქართლი – 21,86%, სამცხე-ჯავახეთი – 22,04%, იმერეთი – 22,01%, გურია – 21,13%.

ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 25,88%-ს შეადგენდა, 2016 წელს – 19,81%-ს, 2020 წელს კი – 19,41%-ს.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.