12 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში გრემის ორგზის მფლობელი გრიგორი პორტერი იმღერებს
12 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში გრემის ორგზის მფლობელი გრიგორი პორტერი იმღერებს

12 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გრემის ორგზის მფლობელი, ამერიკელი ჯაზ-ვოკალისტი გრიგორი პორტერი იმღერებს. ასევე, ამერიკელ ჯაზ-ვოკალისტთან ერთად სცენაზე გამოვა ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

გრიგორი პორტერი ორკესტრთან და საკუთარ კვინტეტთან ერთად სიმღერებს ბოლო ალბომიდან, Nat king Cole and me შეასრულებს. ალბომი, ძირითადად, მუსიკოსის კუმირის, ლეგენდარული ამერიკელი ვოკალისტისა და ჯაზ-პიანისტის, ნატ კინგ კოულის ჰიტებს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ალბომი 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა.