თურქმა სამართალდამცველებმა ხუთ ტონაზე მეტი მარიხუანას კონფისკაცია მოახდინეს
თურქმა სამართალდამცველებმა ხუთ ტონაზე მეტი მარიხუანას კონფისკაცია მოახდინეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა ნარკოტერორისტული ოპერაცია დიარბაქირის პროვინციაში ჩაატარეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ასევე, აღმოაჩინეს 14 მილიონზე მეტი კანაფის ნერგი.
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2019 წელს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ კუთვნილი ან მისი მფარველობით განხორციელებული გადაზიდვის დროს, ქვეყნის სამართალდამცველებმა 40 ტონაზე მეტი მარიხუანას კონფისკაცია განახორციელეს.