11:00 საათის მონაცემებით, ნაძალადევის N9 ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 5,49 პროცენტი შეადგინა
11:00 საათის მონაცემებით, ნაძალადევის N9 ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 5,49 პროცენტი შეადგინა

11:00 საათის მონაცემებით, ნაძალადევის N9 ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 5,49 პროცენტი შეადგინა. კერძოდ, ოლქში რეგისტრირებულია 135 412 ამომრჩეველი.

დაწერილია შვიდი საჩივარი და ერთი განცხადება.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაფიქსირებულია მხოლოდ პროცედურული დარღვევები.

ნაძალადევში სულ 97 საარჩევნო უბანია გახსნილი.