11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის საცალო, საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან, არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება.
მისივე თქმით, ასევე გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.
პრემიერის განმარტებით, ეს არ ეხება მოლებსა ტანსაცმლის, ასევე ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიას.
„მოგეხსენებათ, 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ გვქონდა ეკონომიკის გახსნის, მაშინვე ვთქვით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგმარებოიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო როგორც ამ გეგმის დაჩქარება, ასევე მისი ნაწილების გადავადება, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეების და ექიმების ყოველდღიური პასუხისმგებლიანი ქმედებების და შრომი შემდეგია, რომ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ, ისე როგორც დავაჩქარეთ მშენებლობის გახნა ერთი კვირით და მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა წარმოების. ეს ჩვენ გვაზლევს საშუალებას, რომ შუალედები გახნსებს შორის შევამციროთ და გარკვეული სექტორები გავხსნათ უფრო ასდრე. ანუ დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან, ორშაბათიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო წარმოებაზე, ახლა საუბარია ყველა სახის წარმოებაზე. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს, ეს არ ეხება ტანსაცმლის და ფეხსაცმლიით მოვაჭრე მაღაზიას. ყველა სხვა სახის მაღაზია შესაძლებელი იქნება, ორშაბათიდან ამოქმედდეს “, – აღნიშნა გახარიამ.