მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

გამოსაშვები გამოცდებისათვის 39 000-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული. მოსწავლეები გამოცდებს იმ საგნებში ჩააბარებენ, რომელთა სწავლაც მე-11 კლასში დასრულდა. გამოცდა ოთხ საგანში (გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია) ტარდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები გეოგრაფიის გამოცდით დაიწყო და 15 ივნისს ქიმიის გამოცდით დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე საგანში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი მე-12 კლასის ბოლოს ჩააბარონ დანარჩენ ოთხ გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება.