მე-11 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ჩავიდა [ვიდეო]
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ავღანეთში სრული შემადგენლობით ჩავიდა.
ქვედანაყოფს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და 31-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ადუაშვილი დახვდნენ.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და სამოქმედო არეალს უახლოეს მომავალში სრულად გადაიბარებს.
ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების საკითხები და ოპერაციის რაიონის კონტროლი იქნება.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.