„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 88 განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა
მთავრობის პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 88 განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა.
საუბარია ობიექტებზე, რომლებსაც ამ ეტაპზე, მყიდველი არ გამოუჩნდა. განმეორებითი აუქციონებზე განაცხადების მიღება 8 იანვარს დასრულდება.
საპრივატიზებო ობიექტები ბიზნესს მთავრობამ 29 ნოემბერს შესთავაზა. მას შემდეგ 26 ობიექტი გაიყიდა და სახელმწიფომ დაახლოებით 41 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო.
გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიაში, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია -7.51 მილიონი ლარი, ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 2 538 000 ლარი, თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 10 005 000 ლარი.
ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საპრივატიზებო სიას ეტაპობრივად ახალი ობიექტებიც დაემატება.