10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა შეიზღუდება
10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა შეიზღუდება

თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სარემონტო სამუშაოების გამო, 10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა შეიზღუდება.

„თბილსერვის ჯგუფი“ მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას იწყებს. სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დროებით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა.

რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.