10 დეკემბერს, 06:00-დან 18:00 საათამდე „ენერგოკავშირის“, „ყამარისა“ და „ვარკეთილაირის“ მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ
10 დეკემბერს, 06:00-დან 18:00 საათამდე „ენერგოკავშირის“, „ყამარისა“ და „ვარკეთილაირის“ მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ

10 დეკემბერს, 06:00-დან 18:00 საათამდე „ენერგოკავშირის“, „ყამარისა“ და „ვარკეთილაირის“ მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ. ამის შესახებ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს.

„შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN-700მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე ავარიულ-აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, 06:00-დან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ შპს „ენერგოკავშირის“, შპს „ყამარისა“ და შპს „ვარკეთილაირის“ მომხმარებლებს, კერძოდ: მუხიანის I, II, III, IVა და IVბ მიკრორაიონებს, ასევე გლდანის ხევის მიმდებარე კერძო დასახლებას. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდებათ მუხიანის აგარაკებს, ზღვის უბანს: ავშნის, ნუშის, გობრონიძისა და ფრანგიშვილის ქუჩებს, ასევე ვარკეთილი III-ის I, II, III და IV მიკრო რაიონებსა და სოფ. პატარა ლილოს.

მომხმარებლების ინდივიდუალურ გაფრთხილებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ლიცენზიანტი ორგანიზაციები.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, – აცხადებენ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.