10 ათასმა მოხალისემ ტოკიოს ოლიმპიადაზე მუშაობა იუარა #1TVSPORT
10 ათასმა მოხალისემ ტოკიოს ოლიმპიადაზე მუშაობა იუარა #1TVSPORT

მინიმუმ 10 ათასმა მოხალისემ არ მოისურვა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მუშაობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა „ტოკიო 2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ტოსირო მუტომ.

„მიმაჩნია, რომ მათი უარის ერთ-ერთი მიზეზი გახდა შეშფოთება ახალი კორონავირუსის გამო“, – მოჰყავს მუტოს სიტყვები სააგენტო „კიოდოს“. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოხალისეთა რიცხვი 70 ათასამდე შემცირდა და ეს არ იმოქმედებს ოლიმპიადის ჩატარებაზე.