1 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოვლინდა
1 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 49 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა – 21 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 28 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 5 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე – 14 ფაქტი, ქვემო ქართლის მასშტაბით – 19 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 26 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 412 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 14 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 1 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

სამინისტროს ცნობით, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.