ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5372 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5342 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0079 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0030 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.