ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (WBW) ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ორგანიზებულია მსოფლიო ალიანსის ძუძუთი კვების მოქმედების (WABA) ორგანიზებით, ძუძუთი კვების პროცესის პოპულარიზაციის, მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით. ის ყოველწლიურად 1-7 აგვისტოს აღინიშნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და გაეროს ბავშვთა საერთაშორისო გადაუდებელი დახმარების ფონდმა (UNICEF) 1990 წელს შეხვედრის დროს შექმნეს ინოკენტის დეკლარაცია. ინოკენტის დეკლარაცია არის ოფიციალური განცხადება ძუძუთი კვების დაცვის, პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის შესახებ. ამ დოკუმენტში აღწერილია ძუძუთი კვების სარგებელი და მნიშვნელობა, ადგენს ძუძუთი კვების მიზნებს და მოცემულია ამ მიზნების მისაღწევად. 1991 წელს დაარსდა მსოფლიო ალიანსი ძუძუთი კვებისათვის, ინოკენტის დეკლარაციაში დასახული მიზნების განსახორციელებლად. ამჟამად მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს ძუძუთი კვების მსოფლიო კვირას.
წელს ძუძუთი კვების კვირეულის თემაა „დაიცავით ძუძუთი კვება: საერთო პასუხისმგებლობა“.
პედიატრის და ნუტრიციოლოგის, თსსუ კლინიკის პროფესორის ნინო თოთაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია 2021 წლის კვირეულის მესიჯი – დაიცავით ძუძუთი კვება: საერთო პასუხისმგებლობა“.
„აღნიშნული, ვფიქრობ, მეტ სამუშაო აქტივობას მიანიშნებს როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე მომავალი დედებისთვის, საზოგადოების ყველა რგოლისთვის. ერთი საერთო მიზნით, რაც შეიძლება მეტი ახალშობილი და ჩვილი სარგებლობდეს იმ სიკეთით, როგორიცაა სრულფასოვანი, ჯანსაღი კვება, დედის სითბო – კანი კანთან კონტაქტი და ახლობელი ადამიანების სიყვარული“, – აცხადებს ნინო თოთაძე.
კვირეულს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალისთვის. კვირეულზე გაჟღერებული მესიჯი ერთი წლის სამოქმედო გეგმის საფუძველია ძუძუთი კვების ხელშეწყობის სამუშაოს მიმართულებით, ამიტომ დადგინდა 2020 წლის 30 სექტემბერს, ეს დღე სისტემატურად აღინიშნოს საქართველოში, როგორც ძუძუთი კვების ხელშეწყობის დღე საქართველოში.