1/2 ფინალი. ხორვატია-ინგლისი - მატჩის ანონსი
1/2 ფინალი. ხორვატია-ინგლისი - მატჩის ანონსი

ხორვატია-ინგლისი
11 ივლისი. მოსკოვი. სტადიონი “ლუჟნიკი“. დასაწყისი 22:00
მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

ხორვატიას სერიოზული დანაკლისი აქვს – მუხლის ტრავმის გამო არ ითამაშებს მარჯვენა მცველი შიმე ვრსალკო და ზლატკო დალიჩს მის შეცვლაზე მოუწევს ფიქრი.

ინგლისის ნაკრებში 23-ვე ფეხბურთელი მწყობრშია. გამოჯანმრთელდნენ ის ფეხბურთელები, რომელთა თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო – ჯორდან ჰენდერსონი და ჯეიმი ვარდი.

ხორვატიის გზა 1/2 ფინალამდე
ხორვატია-ნიგერია 2:0
გოლები: 1:0 ეტებო (32-საკ. კარში), 2:0 მოდრიჩი (71-პენ)

ხორვატია-არგენტინა 3:0
გოლები: 1:0 რებიჩი (53), 2:0 მოდრიჩი (80), 3:0 რაკიტიჩი (90+1)

ხორვატია-ისლანდია 2:1
გოლები: 1:0 ბადელი (53), 1:1 გ. სიგურდსონი (76-პენ), 2:1 პერიშიჩი (90)

ხორვატია-დანია 1:1 პენ. 3:2
გოლები: 0:1 მ. იორგენსენი (1), 1:1 მანჯუკიჩი (4)

ხორვატია-რუსეთი 2:2 პენ. 4:3
გოლები: 0:1 ჩერიშევი (31), 1:1 კრამარიჩი (39), 2:1 ვიდა (100), 2:2 ფერნანდეში (115)

ინგლისის გზა 1/2 ფინალამდე
ინგლისი-ტუნისი 2:1
გოლები: 1:0 კეინი (11), 1:1 სასი (35-პენ), 2:1 კეინი (90+1)

ინგლისი-პანამა 6:1
გოლები: 1:0 სტოუნზი (8), 2:0 კეინი (22-პენ), 3:0 ლინგარდი (36), 4:0 სტოუნზი (40), 5:0 კეინი (45+1-პენ), 6:0 კეინი (62), 6:1 ბალოი (78)

ინგლისი-ბელგია 0:1
გოლი: იანუზაი (51)

ინგლისი-კოლუმბია 1:1 პენ. 4:3
გოლები: 1:0 კეინი (57-პენ), 1:1 მინა (90+3)

ინგლისი-შვედეთი 2:0
გოლები: 1:0 მაგუაირი (30), 2:0 ალი (58)

სტატისტიკა
გატანილი გოლები: 10 – 11
გაშვებული გოლები: 4 – 4
დარტყმები: 78 – 70
ზუსტი დარტყმები: 19 (24%) – 19 (27%)
კუთხური: 26 – 30
თამაშგარე: 7 – 12
პასები: 2736 – 2665
პასების სიზუსტე: 83% – 87%
ჯარიმა: 78 – 53
ყვითელი ბარათი: 12 – 5
წითელი ბარათი: 0 – 0

ურთიერთშეხვედრები
– გუნდები ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს დიდ ტურნირებზე: ევრო 2004-ზე ინგლისმა ჯგუფში მოიგო – 4:2.
– ხორვატიამ ბოლო მატჩი ინგლისს 2007 წლის ნოემბერში “უემბლიზე” მოუგო – 3:2, რითაც ინგლისელები ვერ გავიდნენ ევრო 2008-ის ფინალურ ეტაპზე.
– სულ ეს მეტოქეები რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: ინგლისს 4 მოგება აქვს, ხორვატიას – 2, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

საინტერესო ფაქტები
– ამ ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებში რვა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი.
– ხორვატიას ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რომელიც 2017 წლის სექტემბრიდან იწყება.
– ხორვატიამ ამ ჩემპიონატზე ოთხიდან სამი გოლი საჯარიმო მოედნიდან გაუშვა.
– ხორვატიას მსოფლიოს ჩემპიონატებზე ევროპულ გუნდებთან მხოლოდ ერთი მარცხი აქვს (+5=2-0).
– ინგლისს წაგებული აქვს დიდ ტურნირებზე ბოლო სამი ნახევარფინალი.
– ინგლისს ამ ჩემპიონატზე 11 გოლი აქვს გატანილი, რაც 1966 წლის პირადი რეკორდის გამეორებაა.
– ინგლისმა ბოლო 30 მატჩში მხოლოდ ორჯერ წააგო (+22=6-2).
– ამ ჩემპიონატზე ინგლისის 11 გოლიდან რვა სტანდარტულებიდან გავიდა.
– ინგლისმა ოთხი გოლი კუთხურებიდან კომბინაციების შემდეგ გაიტანა. ბოლო სამი გუნდი, რომელმაც კუთხურიდან ოთხი ან მეტი გოლი გაიტანა, ჩემპიონი გახდა: 1998 წელს საფრანგეთი, 2006 წელს – იტალია და 2014 წელს – გერმანია.

რა თქვეს მწვრთნელებმა
ზლატკო დალიჩი (ხორვატია):
“ჩვენს გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი, რომლებიც ყველაზე ძლიერ ევროპულ გუნდებში თამაშობენ. მაგრამ, როგორც ნაკრებს, დიდი ხანია არაფრისთვის მიგვიღწევია. საჭირო იყო რაღაცის შეცვლა კარგი შედეგის მისაღებად. დღევანდელ თაობას სათანადოდ არ აფასებდნენ, მაგრამ ამ ტურნირზე მან საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი”.

გარეტ საუტგეიტი (ინგლისი):
“სიამოვნებას ვიღებთ ამ ტურნირისგან. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს ამ ტურნირზე და წარმოდგენა არ გვქონდა, რამდენად შორს შეეძლო მას გასვლა. მაგრამ, კარგად გადავლახეთ ბევრი სირთულე და უკვე დავწერეთ აქ ჩვენი ისტორია”.

სავარაუდო შემადგენლობები
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი – ვიდა, ლოვრენი, ჩორლუკა, სტრინიჩი – რაკიტიჩი, ბროზოვიჩირებიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩიმანჯუკიჩი.
ინგლისი (3-3-2-2): პიკფორდიმაგუაირი, სტოუნზი, უოკერი – იანგი, ჰენდერსონი, ტრიპიერი – ალი, ლინგარდიკეინი, სტერლინგი.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!