ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის არმიის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი და DTRA-ს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნეს.
გახსნის ცერემონიალს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ხელშეწყობისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის აშშ-ის არმიის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე, მაიორი ლარონ ბაიბი შინაგან საქმეთა სამინისტროს II ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდნენ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, მერი სუზერმანი და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პრევენციის პროგრამის მენეჯერი, მარკ სალივანი.